საქართველო ექსპრეზიდენტთან და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორთან ინტერვიუ ჩაწერა ,,იმედის კვირამ“. სააკაშვილის განმარტებით, უკრაინის კანონით არის 2 წელი გარდამავალი პერიოდი, რომ დარჩე სხვა ქვეყნის მოქალაქედ და გქონდეს უკრიანსი მოქალაქეობა.
,,საქართველოში მოქალაქეობის ჩამორთმევა ეს არის პრეზიდენტის საქმე, თუ პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს რომ ჩამომართვას მოქალაქეობა, დარწმუებული ვარ, არც ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში, და დარწმუნებული ვარ ეს იქნება ბევრად უფრო მალე, ხალხი გააუქმებინებს მათ სისხლის სამართლის საქმესაც და ასევე გააუქმებინებს მათ მოქალაქეობის ჩამორთმევასაც. ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა ჩამოვიდა, არც ივანიშვილი ყოფილა მოქალაქე, როცა დდარბოდა და ატარებდა საარჩევნო კამოანია და გახდა საქართველოს ლიდერი. მოქალაქეობა არავისთვსი არ ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება. მაგრამ მეორეა რას ნიშნავ ჩემთვის მოქალაქეობა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






