_მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის უკრაინას. მთელი დემოკრატიული სამყაროს ბრძოლის ხაზი დღეს გადის უკრაინაში. ისევე როგორც ჩვენ 2008 წელს გადავეფარეთ რუსულ აგრესიას, ასევე გადაეფარა დღეს უკრაინა ევროპას ბოროტების იმპერიის მავნებულური განზრახვისგან. თუ გადახედავთ უკრაინის პოლიტიკურ რეალობას, ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი იქ არის ოდესა. რამდენიმე ფაქტორის გამო, პირველ რიგში ეს არის ეკონომიკა, დაახლოებით 30% ეკონომიკური პოტენციალის თავმოყრილია ოდესაში, იქ არის ყველაზე დიდი პორტი და მთლიანად უკრაინის ექსპორტი გადის ოდესის მეშვეობით. ამდენად, ოდესა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მეორე ეს არის გეოპოიტიკური მომენტი - ოდესის საზღავრზე გადის საომარი ხაზი და ბუნებრივია, რუსეთის ჯარების მიისწრაფიან ოდესისკენ. მესამე - პოლიტიკური თვალსაზრისით ოდესა არის რეგიონი, რომელმაც შესაძლოა აჩვენოს რეფორმების მაგალთი, რომელიც დღეს ძალიან სჭირდება უკრიანას. მიხეილ სააკაშვილმა ამ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინაში გადის ბრძოლის ხაზი, რომელიც ასე რიგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მას აქვს შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად ამ რეგიონში გაატაროს უმნიშნელოვანესი რეფორმები. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს თუ რამდენად მნიშნელოვანია მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით. ბუნებრივია მან თავისი რეპუტაცია დადო სასწროზე.
_რას გულისხმობთ რეპუტაციაში?
_ბუნებრივია, ეს არის სარისკო გადაწყვეტილება. იქ სიტუაცია რთულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს ასეთი ნაბიჯები. შეგახსენებთ ერთ ფაქტს, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვეტია საკრებულოს ხელმძრვანელობა, ბევრი საუბრობდა, რომ მას შანსი არ ჰქონდა, რადგან თბილისის პრობლემების მოგვერადება მაშინ შეუძლებლად მიაჩნდათ. თუმცა საბოლოო ჯამში ეს აღმოჩნდა სწორი გადაწყვეტილება. მე მინდა აქვე ერთი პარალელი გავავლო. კერძოდ, ოდესის ისტორიაში არ არის პირველი პრეცედენტი, როცა მას არაუკრაინელი უხელმძღვანელებს. დიუკ დე რიშელიე, ჰერცოგი, არის ადამიანი, რომელმაც რუსეთის იმპერიაში, მეორეხარისხოვანი ქალაქისგან შექმნა სიმდიდრით მესამე ქალაქი მოსკოვისა და პეტერბურგის შემდეგ. საუბარია მეფის რუსეთზე. დიუკ რიშელიეი იყო ჰერცოგი საფრანგეთიდან, რომელიც ემგირაციაში წავიდა და ააყვავა ოდესა, ხოლო როცა ბურბონების რესტავრაცია მოხდა, დაბრუნდა საფრანგეთში და განაგრძო თავისი საქმიანობა საფრანგეთში.
_ეს პარალელი მხოლოდ არაუკრაინელს ეხება თუ დაბრუნებასაც გსურთ ხაზი გაუსვათ?
_მე ამ დღეებში ვკითხულობდი, ვიღაც-ვიღაცეები საუბრობდნენ იმაზე, რომ ოდესა არ მიიღებს არაუკრაინელს და ა.შ. ეს ყველაფერი არის დემაგოგია და ბოდვა. რაც შეეხება უკან დაბრუნების პარალელს, ცხადია, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმატება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ მიაღწევს უკრაინაში.
_დღეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის დატოვება ეს არის უღირსი საქციელი, რითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მათ შორის მთავრობის სხვა წევრებმაც და უმრავლესობამაც.
_იმის ნაცვლად, რომ წარმატება უსურვონ ძალიან რთულ ბრძოლაში და აღიარონ, რომ სააკაშვილი, ისევე როგორც უკრაინის მოსახლეობა გადაეფარა რუსულ აგრესიას, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თავის ბოღმას ვერ მალავენ. მთავარი, რაც დღეს საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა ითქვას, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრიანის წარმატება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთს არ აქვს საშუალება რამდენიმე ფრონტზე იბრძოლოს. 2008 წელს როცა ჩვენთან რუსული ტერორისტულილ ჯარი შემოვარდა და ხოცავდა ჩვენს მოსახლეობას, წაიკითხონ ან უყურონ მაინც, რომ თვითონ რუსები აღიარებდნენ, რომ იმ მომენტში ესტონეთსაც რომ სრუვილი გაჩენოდა რუსეთთან საომარი მოქმედების წარმოების, რუსეთის უკვე არ ჰქონდა ორ ფრონტზე ბრძოლის რესურსი. დღეს მთელი ეს ტერორისტული ჯარები არიან კონცენტრირებული უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენამდე ვერ მოიცალეს და მანამ, სანამ უკრაინა დგას, ჩვენ გვაქვს შანსი გადარჩენის, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის. თუ რუსეთმა დაამარცხა უკრაინა, ჩვენ ამ შანსს დავკარგავთ და განსაკუთრებით ამ მთავრობით, რომელიც გვყავს, ვერ გავუძლებთ რუსეთის ზეწოლას. ამიტომ უნდა ესმოდეთ, რომ პირველი რაც უნდა გაკეთედეს, წარმატება უნდა უსურვონ სააკაშვილს. ძალიან უცნაურია დღეს გიორგი მარგველაშვილის განცხადება მოქალაქეობასთან დაკავშირებით. მგონი დაავიწყდათ ამათ, მაგრამ საზოგადოებას ახსოვს, რომ სწორედ ამ ხელისუფელბამ და ამ პოლიტიკოსების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორგზის არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დევნის თაობაზე. როგორც პოლიტიკურად ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მეშვეობით, ამ მავრობამ დაუყადაღა პრეზიდენტ სააკაშვილს ბებიის მანქანა და ყველგან ცდილობს, რომ შეუქმნას პრობლემები. ითხოვს მის ექსტრადირებას და ა.შ. დღეს საუბრობს ეს ხალიხი იმაზე, თუ რატომ მიიღო სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა? რამეს რომ იტყვი, ერთი წლის უკან მაინც გაიხედე, რას აკეთებდი. ეს ხელისუფლება დევნის პრეზიდენტს, რომელმაც 2003 წელს არარსებული ქვეყნისგან შექმნა სახელმწიფო. ცოტა სასაცილოა ასეთი განცხადებები.
მასალის გამოყენების პირობები






