,,მამაცობისა და თავდადებისათვის“ დაღუპულ მამას
პოლიტიკა - 16:24, 31 May, 2015     1043
შინაგან საქმეთა მინისტრმა დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის შსს-ს პირველი ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სიკვდილის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები - ბექა მარგიშვილი და გიორგი ბერუაშვილი დააჯილდოვა. მინისტრმა მედლები დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. მედლით „მამაცობისთვის“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელები - ვალერიან გრძელიშვილი და გიორგი მახარაშვილი დაჯილდოვდნენ. მინისტრმა მედლით „მამაცობისთვის“ ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის დროს მოქალაქეთა ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა: აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე - დეტექტივების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი დავით პაპავა და უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - გამომძიებელი, პოლიციის მაიორი ირაკლი შაქარიშვილი. მედლით „მამაცობისთვის“ ასევე დაჯილდოვდა თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვაჟა სირაძე. შს მინისტრმა „20 წელი უმწიკვლო სამსახურისათვის“ სამკერდე ნიშნით დააჯილოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ხათუნა დობორჯგინიძე. სამკერდე ნიშნით „10 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი მალხაზ ლაგურაშვილი; სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მაიორი გიორგი ირემაძე; სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს ოპერაციების მზადყოფნის ქვეგანყოფილების უფროსი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი როზეტა კუკავა; სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის შტაბის G-2 დაზვერვისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აბრამიშვილი; დაცვის პოლიციის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს ზონალური მუშაობის განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ზვიად ფირცხალაიშვილი. „მადლობის სიგელებით“ დაჯილდოვდნენ: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ლეიტენანტი კობა გრიალაშვილი; 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის სპეციალისტი, პოლიციის რიგითი ნატალია ლომთიძე და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ბექა გოტიაშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42