პრეზიდენტმა გომელაური შეაქო და 1989 წლის 9 აპრილს შსს-ს თანამშრომლების ქმედება გაიხსენა
პოლიტიკა - 15:27, 31 May, 2015     1599
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. გიორგი მარგველშვილმა, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს და შიანაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე. ,,ნდობა და სიახლოვე საზოგადოებასთან პოლიციელის საქმეა და მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ პოლიცას ჰყავს კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი. ხაზგასმით მსურს მივულოცო მას დღევანდელი დღე. როცა კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო, ფაქტიურად თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი სწორი პოლიტიკური მიდგომით და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის", – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს შექმნის პირველი ნაბიჯები არმიისა და პოლიციის ჩამოყალიბებით იწყება, რომელიც მოქალაქეთა მტრისაგან დაცულობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობაა. მარგველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილს ის ფაქტი გაიხსენა, როცა საბჭოთა ჯარის ნიჩბებისგან ქართველი სამართალდამცავები მოქალაქეებს იცავდნენ.

"სახელმწიფო როდესაც იქმნება, პირველი ნაბიჯები არის არმიის და პოლიციის შექმნა _ არმიის, იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიცვას გარეშე მტრისგან, ხოლო პოლიციის, რომ უზრუნველყოს მოქალაქეთა დაცულობა და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა. მე არ შემიძლია არ გავიხსენო ერთ-ერთი პერიოდი ჩვენი უახლესი ისტორიის. ეს არის 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს რუსთაველიწ გამზირზე ნიჩბებით კლავდა ის, რასაც ერქვა საბჭოთა ჯარის სპეციალური დანაყოფი და იმ დროს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარეს იმას, რასაც ჰქვია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ მათ დაიწყეს მოქალაქეების დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბრძანება არ იყო გაცემული. სწორედ 1989 წლის 9 აპრილს საფუძველი ჩაეყარა იმას, რასაც ჰქვია თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ეს შემდეგ პოლიტიკურადაც გაფორმდა. ამ ერთობამ ძალიან დიდი მუხტი მისცა მთელს საზოგადოებას, ჩვენ დავინახეთ, რომ ვეღარ გაგვყოფს ხელოვნური ბარიერები. მაშინ ქართულმა პოლიციამ დაიცვა საქართველოს მოქალაქე და იმის შემდეგ, ქართულ პოლიციას ძალიან რთული გზა ჰქონდა გასავლელი. რთული იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულე გვქონდა როგორც საზოგადოებას, რომელშიც გამეფებული იყო კრიმინალი, აღრეული იყო როლები. ქართულმა პოლიციამ ეს გზა გაიარა და მოვიდა დღემდე, როდესაც ჩვენ ამაყად ვამბობთ, რომ ჩვენ ვიცავთ თითოეული მოქალაქის უფლებებს. ეს გზა გასაგრძელებელია, გასაღრმავებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა პოლიციამ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს, დანაშუალის პრევენციაზე. ნდობა საზოგადოებასთან, სიახლოვე საზოგადოებასთან, კონტაქტი მათთან – ეს არის ის, რაც ბუნებრივად პოლიციელის საქმეა. მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42