,,დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე“ - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 13:18, 31 May, 2015     773

„სამართლიანობა, კანონიერება, ჰუმანურობა,“- პოლიციელისთვის აუცილებელი სამი მთავარი პრინციპის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიციის ძირეული რეფორმა და ამ სამი პრინციპის დამკვიდრება სწორედ მისი მინისტრონის დროიდან დაიწყო, 2012 წელს.

"ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ დღეს პოლიციელები დაკისრებულ მოვალეობას მაღალი პროფესიონალიზმით, დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ასრულებენ. დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყანას, ღირსეულ პოლიციელებს ეკადრებათ. ჩვენ დღეს მესამედ აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს. ეს დღე სიმბოლურად ავარჩიეთ, ვინაიდან პირველი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა სწორედ მაისის თვეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შს მინისტრი ნოე რამიშვილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ მაისში დაინიშნა ის მინიტრად. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რომ რამიშვილი ცნობილი იყო როგორც ,,რკინის მინისტრი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42