დღეს სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება
პოლიტიკა - 12:02, 31 May, 2015     1432
31 მაისს საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში იმართება. (არჩევნები მაჟორიტარულისაარჩევნოსისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოსდა №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება).

ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

როგორც ,,ნიუპოსტს“ ცესკო-დან აცნობეს, ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ - 1152 ამომრჩეველია.

დღეს, ცესკოში გამართულ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს არჩევნების შესახებ გააცნო დეტალური ინფორმაცია და განუცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საკრებულოს შუალედური არჩევნები წარმართოს მშვიდ, წყნარ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში, - „თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის საარჩევნო ბიულეტენები, შემაჯამებელი ოქმები და სპეციალური კონვერტები. სამივე უბანი ხვალ ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნება, ხოლო ხმის მიცემის პროცესი საღამოს 8 საათზე დასრულდება. რის შემდეგაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს და როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.,“ - აღნიშნა ანა მიქელაძემ. მან ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დამკვირვებლებისა და აგიტაციის წესების შესახებ:

31 მაისს, ხმის მიცემის მიმდინარეობას დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციები.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 31 მაისს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს, ანა მიქელაძემ სენაკისა და ზუგდიდის ამომრჩევლებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ შუალედურ არჩევნებში, „თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ აღნიშნა ცესკოს სპიკერმა. მან ასევე მიმართა არჩევნებში ჩართულყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს დილის 7:00 სთ-იდან ღამის 12:00 სთ-მდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 მაისს დღის განმავლობაში პერმანენტულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

12:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42