შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი. აღნიშნული შედეგის მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს „საქართველოს მელიორაცია“ სოფელ ატენში ფურნის და ჯებირის სატუმბი სადგურების ტერიტორიაზე, ახორციელებს ჯებირის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება სტაციონალური სატუმბი სადგური, მოეწყობა ორი სადაწნეო მილსადენი 4 800 მეტრი, მათ შორის ფოლადის და პლასტმასის მილები; მოეწყობა წყალგამშვები ჭები და ჰიდრანტები; დამონტაჟდება 2 ტუმბო აგრეგატი.
მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 2015 წლის მარტში დაიწყო, ივნისში დასრულდება და შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის 100 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. ამ ფართობით 3400-მდე მოსახლე ისარგებლებს.
პროექტის ღირებულებაა 668 888 ლარი
საქართველოს მელიორაცია რწყვის სეზონის პარალელურად შიდა ქართლში 4 ობიექტზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
მასალის გამოყენების პირობები






