"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებთან ერთად პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევაზე იმსჯელეს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების და პარტიის წესდების შესაბამისად, აღმასრულებელი მდივნის არჩევნები გაიმართება 3 კვირის ვადაში.
,,დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ დროებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შესრულება დამავალა. პარტიის წესდებით, ახალი აღმასრულებელი მდივნის არჩევამდე მის მოვალეობას სამდივნოს რომელმე წევრი ასრულებს. მადლობას ვეუბნები ჩემს თანამებრძოლებს, რომ ამ საპასუხისმგებლო პეროდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოსაყვანად უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ, ჩემდამი ნდობა გამოხატეს. ამასთან, 2 რამ მინდა განვმარტო:
1. ახალ აღმასრულებელ მდივანს პარტიის პოლიტიკური საბჭო 3 კვირაში აირჩევს მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურის მიხედვით;
2. მე არ ვაპირებ, კენჭი ვიყარო ამ თანამდებობაზე. მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც პარტიას 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შემოუერთდნენ და რომლებიც ჩვენი, პარტიის ძველი და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერით, საერთო საქმეს წინ წაიყვანენ.
და მთავარი: ახლა მნიშვნელოვანი არა თანამდებობები, არამედ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა, უკომპრომისო კონსტიტუციუერი ბრძოლით. გჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევაჩერებთ ქვეყნის უკუსვლას, ხალხის გაღატაკებას და საქართველოს ამ კრიზისიდან გამოვიყვანთ.
ეს ერთხელ უკვე გაგვიკეთებია! კიდევ გავაკეთებთ!“ - წერს ჭიაბერაშვილი.მასალის გამოყენების პირობები






