„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და იყოს პროპორციული სისტემა.
ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და საქართველოში უნდა იყოს პროპორციული სისტემა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვთქვათ რომ ეს არის სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც ის პარტია გაიმარჯვებს, რომელმაც მიიღო შესაბამისი მხარდაჭერა მოსახლეობისგან. იმისთვის, რომ ეს გაკეთდეს უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია და მთავრობა მზად უნდა იყოს, რომ ეს გააკეთოს, რადგან ის საზოგადოებას საარჩევნო სისტემის ცვლილებას დაპირდა“, - განაცხადა გიგაურმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვის მიზნით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც გიორგი მარგველაშილი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






