პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვის მიზნით კონფერენცია იწყება, რომელსაც გიორგი მარგველაშილი და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი ესწრებიან.
შეხვედრაზე აქცენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებზე გაკეთდება. პრეზიდენტმა კონკფერენციის დაწყებამდე სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაშიც იყო გაწერილი.
„ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც საზოგადოებაში უპრეცედენტო კონსენსუსია. ყველა პოლიტიკური ძალას პრაქტიკულად დაფიქსირებული აქვს მხარდაჭერა უფრო სამართლიანი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. მინდა გავახსენო საზოგადოებას ამ გრძელი პროცესის მოკლე ისტორია. პირველ რიგში მინდა გავიხსენო კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენელი პოლიტკური ძალების გრძელი ბრძოლა, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ამ ბრძოლაში იყვნენ ჩართული პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებიც. ისინი ხშირად რადიკალური ზომებითაც კი იცავდნენ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ ღირებულებას, რასაც სამარლიანი საარჩევნო სისტემა ჰქვია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაც ამ სისტემას, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ, უსამართლოს უწოდებდა. ფაქტიურად, ყველა პარტია, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატები“ სამართლიანის სისტემის ჩამოყალიბებას მხარს უჭერენ. რეალურად პარტია „ნაციონალური მოძრაობას“ შეურთდა ამ სისტემის ცვლილების საჭიროებას. ამ საკითხის განხილვაში აქტიური როლი ითამაშეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. ამ თემაზე გრძელდება ინტენსიური მუშაობა. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც დღესაც იცავენ საარჩევნო სისტემის შეცვლის საჭიროებას. აქედან გამომდინარე ტარდება კონფერენცია, რომლის მიზანია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ამ კონსენსუსის ირგვივ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






