ვიმედოვნებ, არ ვიხილავთ კანონს, რომელზეც პრეზიდენტს ვეტოს დადება მოუწევს- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 22:51, 29 May, 2015     1437

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას სტუმრის სტატუსით დაესწრო.

ქვეყნის პირველმა პირმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ინვესტორებისათვის და ზოგადად ბიზნესის განვითარებისათვის შექმნილ ხელსაყრელ გარემოსა და პირობებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობაც აღნიშნა და ყურადღება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ ახალ პერსპექტივებზე გაამახვილა.

სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკის სირთულეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობას ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის და დაგეგმილი პროექტების ჰარმონიულ განვითარებას, სახელმწიფოს ეკონომიკის გაუმჯობესებასა და წინსვლას.

„როდესაც ვნერგავთ ახალ პრაქტიკას, ვავითარებთ ახალ პროექტებსა და კანონმდებლობას, აუცილებელია გვქონდეს უფრო მჭიდრო დისკუსია ბიზნესსაზოგადოებასთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისათვის, ეკონომიკური გარემოსათვის, არამედ ყოველივე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის, ქვეყნის ეფექტიანი განვითარებისათვის და ინტეგრაციისათვის იმ მიზნებთან, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურად ვსახავთ; ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ევროპულ ბაზართან და საქართველოს, როგორც ძლიერი სატრანზიტო სახელმწიფოს როლი. ყველა ეს მიზანი გაცხადებული და აღიარებულია პოლიტიკური ლიდერების მიერ. ვფიქრობთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ და განვიხილავთ შესაბამის ახალ კანონმდებლობას, ყველა ეს საკითხი განხილული უნდა იყოს ბიზნეს სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციაში და უნდა მოვძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს, შეამცირებს უმუშევრობის დონეს და გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ეროვნული ბანკისათვის საზედამხედველო ფუნქციის შესაძლო ჩამორთმევის თემაზეც გაამახვილა.

„გვჯერა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და ძლიერი ბიზნესკლიმატი არის მაშინ, როდესაც ნაკლებია პოლიტიკის ჩაბმულობა და მონაწილეობა ბიზნესში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბიზნესისთვის დაცული, სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი გარემო. მოულოდნელობები, მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დაფუძნებული შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, სწრაფი ცვლილებები არ წარმოადგენს ამ პროცესის ხელშემწყობ გარემოებას.

ამ თვალსაზრისით, მე მსურს შევეხო ეროვნული ბანკის ფუნქციის ცვლილების საკითხს და აღვნიშნო, რომ არსებობს ბევრი მიზეზი თუ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული მიზეზი თუ რატომ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა და არსებული გარემო. ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი ამ ცვლილების სასარგებლოდ, გარდა იმ კომენტარებისა, რომ ეს სისტემა ზოგიერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. შესაძლოა ეს ასეა, მაგრამ სახელმწიფოთა დიდ ნაწილს მსგავსი სისტემა არ აქვს და ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დავასტაბილუროთ და შევქმნათ ეკონომიკა, ეკონომიკური პროგნოზირების სისტემა და გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის სავალუტო სტაბილიზაციას, ვფიქრობ მსგავსი გადაწყვეტილებები არ მოქმედებს ჩვენი მთავარი მიზნის - ეკონომიკის გაძლიერების სასარგებლოდ.

ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს. მოვისმინეთ ძალიან გულახდილი და სიღრმისეული კომენტარები ბიზნესსექტორის, ექსპერტების და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისგან და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან ღია პროცესი მიგვიყვანს წრფელ დისკუსიამდე და პარლამენტში არ ვიხილავთ კანონს, რომელზეც პრეზიდენტს მოუწევს ვეტოს დადება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42