ნიკა ჩიტიძის შეფასებით, საქართველოს ტრანზიტის რუსული პროდუქციის ექსპორტისთვის გამოყენება უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე სარგებლის მოტანა შეუძლია. როგორც ექსპერტი აცხადებს იმპერიალისტური ზრახვების მქონე მეზობლის ეკონომიკაზე რაც ნაკლებად იქნება საქართველო დამოკიდებული, საფრთხეც ნაკლები იქნება, ამასთანავე ჩიტიძე რუსეთის ეკონომიკის არასტაბილურობაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„რუსეთის ეკონომიკა და ბაზარი არის არასტაბილური, აქედან გამომდინარე ქვეყანამ ყველანაირად უნდა აიცილოს თავიდან ეს დამოკიდებულება. როდესაც გაიზარდა ქართული ექსპორტი რუსულ ბაზარზე ამ პერიოდში დასავლეთმა რუსეთის მიმართ სანქციები შემოიღო, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ქართულმა ექსპორტმაც იწყო კლება, რუსეთიდან შემცირდა ფულადი გადმორიცხვებიც, ლარის გაუფასურბაში კი ამ მოვლენებმა და შესაბამისად, რუსეთმა ლომის წილი შეიტანა. აქედან გამომდინარე, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ თავი აარიდოს ყველა მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულებას. რადგან ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდის პოლიტიკურ დამოკიდებულებასაც.“- აცხადებს ჩიტიძე და ამ ფონზე კარასინ- აბაშიძის ფორმატში რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური გუნდების წარმომადგენლების ჩართვასაც უარყოფითად აფასებს:
„ეკონომიკური წარმომადგენლის ჩართვა კარასინ-აბაშიძის ფორმატში ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ შესაძლოა ეს ფორმატი გაფართოვდეს და ოფიციალური სახე მიიღოს. იმ ფონზე როცა ვნახეთ, რა მიიღო საქართველომ რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის შემდეგ, აღნიშნული პოლიტიკის გაგრძლება ქვეყნისთვის პრობლემების მომტანია, რადგან საქართველომ უნდა აიღოს ორიენტაცია ევროპაზე. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარება არ იქნებოდა ურიგო იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ განახორციელებდა იმპერიალისტურ პოლიტიკას და რუსეთის ბაზარი იქნებოდა სტაბილური და აქტიურად ჩართული საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, თუმცა დღეავანდელ დღეს მოგეხსენებათ, რომ მსგავს ვითარებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.“- აღნიშნავს ექსპერტი.
ნიკა ჩიტიძის აზრით იმ მოვლენების შემდეგ, რაც რუსეთმა სახელმწიფო სათათბიროში ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ე.წ შეთანხმების რატიფიცირების მოგვარება, პრაღის ფორმატის მონაწილე კარასინს ანდო, საქართველოს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით მკაფიო რეაქცია უნდა ჰქონოდა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი დროებით მაინც უნდა შეწყვეტილიყო:
„საქართველომ ამ ფორმატს უნდობლობა უნდა გამოუცხადოს, რადგან პუტინმა დანიშნა კარასინი ორივე თანამდებობაზე. ამას გარკვეულწილად სომბოლური დატვირთვა აქვს. ჩემი აზრით აბაშიძე კარასინის ფორმატი დროებით მაინც უნდა შეწყვეტილიყო, დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნები დემარშს ელჩის გამოწვევით, ან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით ახორციელებენ . საქართველოს შემთვევაში ქვეყანას თავისი პოზიცია ამ ფორმატის შეწყვეტით უნდა დაეფიქსირებინა.“- განაცხადა ჩიტიძემ.
ექსპერტი ე,წ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რუსეთთან მიერთების სურვილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონი დე ფაქტო უკვე ანექსირებული აქვს, რადგან ამ რეგიონის მოსახლეობას რუსეთის დამოუკიდებლად არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ:
„ე. წ სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო უკვე ანექსირებულია, რადგან მას რუსეთის გარეშე არავითარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მათ თავის დროზე ე.წ პრეზიდენტის არჩევაც ვერ შეძლეს და რუსეთმა გადააფიქრებინა იმ ადამიანის არჩევა, ვინც რუსეთს არ სურდა. აფხაზეთისგან განსხვავებით, რომლის პრეტენზიაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაა ცხინვალის რეგიონში, ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ ირედენტიზმთან, როცა რეგიონს სურს გამოეყოს ერთ ქვეყანას და შეუერთდეს მეორეს. “- განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






