რესპუბლიკური პარტიის ლიდერები პარტნიორი ლიბერალური პარტიის წარმომადგენლებს, VVD-ის თავმჯდომარეს, ჰენრი კაიზერს, და პარტიის აღმასრულებელ დირექტორს, ლუსი ვიგბოლდუსს, შეხვდნენ.
შეხვედრაზე მმართველ კოალიციაში ლიბერალური პარტიის როლზე, კოალიციური შეთანხმების მნიშვნელობაზე და პარტნიორ პარტიებთან თანამშრომლობის გამოწვევებზე ისაუბრეს. VVD-ის თავმჯდომარემ,ჰენრი კაიზერმა, რესპუბლიკელებს მათ პარტიაში მიმდინარე რეფორმებსა და პარტიისა და პარტიის თანამდებობის პირებთან კომუნიკაციაზე გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე სამომავლოდ რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარებისთვის სხვადასხვა ფორმატები დაგეგმეს.
VVD მმართველი კოალიციის ყველაზე დიდი პარტიაა და მისი წარმომადგენელი, მარკ რუტე, ნიდერლანდების პრემიერმინისტრია.
ჰოლანდიის “სახალხო პარტია - თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის” კონგრესი ქალაქ არნემში 29-30 მაისს ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






