„შენ კრუხო, გათახსირებულო“- გარჩევები და გაწევ-გამოწევა საკრებულოს სხდომაზე
პოლიტიკა - 14:34, 29 May, 2015     3544
ლანჩხუთში, დღეს გამართული საკრებულოს სხდომა განსაკუთრებული ხმაურის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს სამანდატო კომისიისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეები, რომან ბიწაძე და ბესო ტაბიძე ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როცა ბიწაძე, როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხის მომხსენებელი, ტრიბუნასთან მივიდა.

„რა უფლებით დგახარ ტრიბუნასთან, შენ გათახსირებულო!“-კოლეგისადმი ბესო ტაბიძის მიმართვას, ტრიბუნასთან მდგომი ბიწაძის გაღიზიანება მოჰყვა და ტაბიძეს „ნაციონალების“ დროს მთავარი პოლიციელობა შეახსენა: „შენ სხვას გათახსირებული როგორ უნდა უწოდო, როცა „ნაციონალების“ დროს მთავარი პოლიციელი იყავი და ათასი სიბინძურე გაქვს გაკეთებული“.

აღნიშნული შეფასებისთვის, ბიწაძემ კონტრშეფასება „კრუხო“ დაიმახურა.

ხმამაღალი საუბარი ლანძღვა -გინებაში გადაიზარდა, გინება კი გაწევ-გამოწევაში: „ ისეთი ამბავი იყო, ერთმანეთისკენ ხელით გაიწიენ, დეპუტატები ჩადგნენ შუაში და გააშველეს“ _ გვითხრეს დეპუტატებმა.

საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ტაბიძის გაღიზიანება ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე სამანდატო კომისიის თავმჯდომარის არ დასწრებამ გამოიწვია.

ეს ბიწაძემ იმით ახსნა, რომ იმ კონკრეტულ დღეს, როცა ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გამართა, კიდევ სამი სხდომა იყო და დამატებით ტრენინგი გენდერულ თემაზე: „მე ავუხსენი, რომ ეს გამიზნულად არ გამიკეთებია და იმ დღეს დრო არ მქონდა, მაგრამ ემოციური კაცია და თავი ვერ შეიკავა, 14 დეპუტატის თანდასწრებით მომაყენა შეურაცხყოფა, მართალი გითხრათ, ვალში არც მე დავრჩენილვარ“, _ გვითხრა ბიწაძემ.

„14 დეპუტატი აბუჩად აგვიგდო და იმ სხდომაზე, რაზეც უნდა ყოფილიყო არ გამოცხადაა, საკითხი მას ჰქონდა შემოტანილი, რაც ქუჩებისა და მოედნების ნუმერაციას ეხებოდა, სხდომა ოთხშაბათს გავმართეთ, მაგრამ მან არ იკადრა მოსვლა, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება“ ,- გვითხრა ნიგვზიანის მაჟორიტარმა ტაბიძემ.


თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42