„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, არ არსებობს საფუძველი, რომ ყოფილ „ნაციონალებთან“ პოლიტიკური კუთხით რაიმე საერთო მოიძებნოს.
ამის შესახებ ალასანიამ ვიდეო-დიალოგის დროს განაცხადა.
„ზოგადად ეს საკითხი არის აბსოლუტურად "ნაციონალური მოძრაობის" შიდა სამზარეულო და ზედმეტი სპეკულაციებისგან თავი თავიდანვე შევიკავე. რაც შეეხება თანამშრომლობას, არ ემყარება არანაირ რეალურ საფუძველს ის, რომ შეიძლება რამე საერთო მოვძებნოთ პოლიტიკური ერთობის კუთხით ამ კატეგორიის ხალხთან. თუმცა ვხედავ, რომ საპარლამენტო სივრცე არის ის ადგილი, სადაც გარკვეულ საკითხებზე შეიძლება თანამშრომლობა. არის ფუნდამენტური საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საერთო ვნახოთ. თუმცა პოლიტიკურ ერთობას ან რაიმე წინასაარჩევნო კოალიციას პრაქტიკულად არანაირი საფუძველი არ აქვს", -განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






