"ევროპელი დემოკრატები" რუსთავის მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის ნაბიჯებს სთავაზობენ
პოლიტიკა - 12:56, 29 May, 2015     1335
დღეს "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ - პაატა დავითაიამ, პარტიის რუსთავის ორგანიზაციასთან ერთად ბრიფინგი გამართა. დავითაიამ ბრიფინგზე ქვეყანაში და კონკრეტულად რუსთავში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა და საწარმოების დახურვის საფრთხე განსაკუთრებულად რუსთავზე მოქმედებს ნეგატიურად, რადგან ამ ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობა სწორედ საწარმოებშია დასაქმებული:

,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უნიათო მართვამ შექმნა რთული კრიზისული სოციალ-ეკონომიკური პირობები, როდესაც ეკონომიკური კრიზისი; ლარის კურსის დევალვაცია, რიგი საწარმოების დახურვა და სხვა საწარმოების დახურვის პირას დგომა, იწვევს ქ. რუსთავში უმუშევრობის ზრდას და საზოგადოების ლუმპენიზაციას, იქმნება აუცილებლობა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშაოს სოციალური სოლიდარობის პროგრამა, რომელიც მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომ დაძლეული იქნეს ყველა ზემოთთქმული კრიზისული მოვლენა.

ეკონომიკური კრიზისი, განსაკუთრებულად ნეგატიურად აისახება რუსთავზე, რადგანაც ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლის ლომის წილი დამოკიდებულია საწარმოების მუშაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა დანარჩენი სფერო დამოკიდებულია ქალაქში საწარმოების გამართულ მუშაობაზე. ამისთვის კი ის სისტემა რომლითაც დღესაც მუშაობს ქალაქის ადმინისტრაცია, იმდენადაა მორალურდ გაცვეთილი, რომ საკუთარ თავში ატარებს ქალაქის განვითარების შემაკავებელ ფაქტორებს.

ჩვენ "ევროპელი დემოკრატები", ქალაქ რუსთავის ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს; 1,არსებული კანონმდებლობიდან და ქალაქის მუნიციპალური დებულებიდან გამომდინარე, ჩატარებული იქნეს სამუშაოები, რათა ეფექტურად ამუშავდეს მუნიციპალური სტრუქტურები, 2. ჩატარდეს 2015 წლის ქალაქის ბიუჯეტის კორექტირება და არსებული რეალობის, შესაბამისობაში მოყვანა. 3. გადაიხედოს ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები და აქცენტი აღებული იყოს ისეთი პროექტების განხორციელებაზე რომელიც შექმნის მეტ სამუშაო ადგილებს და მოიზიდავს ინვესტიციებს, (განსაკუთრებით შიდა ინვესტიციებს). 4. არსებული რეალობებიდან გამომდინარე შემუშავდეს ახალი ან ჩასწორდეს ქ. რუსთავის სტრატეგიული განვითარების გეგმა. 5. საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისა და მათი პროცესებში ჩართვის მიზნით; საკრებულოს სხდომები გადაიცეს ონლაინ რეჟიმში და გამოქვეყნდეს ყველა სამსახურის ელექტრონული მისამართი, მოსახლეობასთან ყოველდღიური ინტენსიური კავშირის ქონის მიზნით.

ჩვენ ჩვენის მხრივ 5-ივე პუნქტი, ღრმა ანალიზისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დამუშავებული გვაქვს რასაც უახლოეს მომავალში გაუზიარებთ რუსთავის მოსახლეობას."- განაცხადა დავითაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42