სახალხო დამცველი ზელიმხან ხანგოშვილის ფაქტით დაინტერესდება.
როგორც ნანუაშვილმა რიგით მე-13 საჯარო დებატების მიმდინარეობისას განაცხადა, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„ვეცდები უფრო მეტი დეტალეი გავიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ ჩვენს ანგარიშში ამ პირზე საუბარი იყო. მას ჰქონდა გარკვეული შემხებლობა იმათთან, ვინც 2012 წელს მონაწილეობდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში, რეალურად მას ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია. საინტერესოა ჩემთვის გამოძიების მიმდინარეობა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ 12:00 საათზე მოხდა. ხანგოშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა. ზელიმხან ხანგოშვილს ჭრილობები ხელისა და ბეჭის არეში აქვს მიყენებული.
ცნობილია, რომ ის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას პირადობის მოწმობა სხვა გვარზე, ქავთარაშვილზე ჰქონდა გაფორმებული.
მასალის გამოყენების პირობები






