უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ გადადის პრეზიენტი ათონელის რეზიდენციაში.
მისი თქმით, ათონელზე მდებარე რეზიდენციისთვის 26 მილიონი დაიხარჯა და თუ პრეზიდენტი გადავა ამ რეზიდენციაში დაიზოგება რამდენიმე მილიონი.
„არამგონია, ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონი იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა არ იფიქროს. ინსტიტუტებისადმი პატივისცემა ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. მე არ მესმის პირადად უარის თქმის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან. მაშინ როდესაც ცნობილი იყო, რომ ათონელის რეზიდენცია კეთდებოდა პრეზიდენტისთვის და თავადაც ჩართული იყო ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უარის თქმა იმის დემონსტრირებაა, რომ ამით ხდება ინსტიტუტების პატივისცემა, მაგრამ ეს არ გამოიხატება იმით, რომ ავლაბრის რეზიდენციაში იქნება პრეზიდენტი თუ ათონელის რეზიდენციაში. შენობა არ განსაზღვრავს ამ პატივისცემის ხარისხს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






