სამხრეთ ოსეთი დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს, თუმცა ამისთვის საჭირო დრო ახლა არ არის.
გამოცემა „ტასსთან“ მიცემულ ინტერვიუში თიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ კუთხით აკურატულად მუშაობს.
„თუმცა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ რუსეთის ინტერესებს ზიანი არ უნდა მივაყენოთ ამ მძიმე დროს, როცა გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია“ - განაცხადა თიბილოვმა.
2011 წლის აგვისტოში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკისს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, ოსი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, 2015 წლის მარტში, ოფიციალურმა მოსკოვმა და ცხინვალმა თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები






