საქართველოს ექსპეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში გამგეობის შენობის წინ შეკრებილებს სკაიპის მეშვეობით სიტყვით მიმართა.
მან სამეგრელოს პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი განვითარების პროექტი სწორედ იქ დატოვა.
მისი თქმით, დღეს რომ ლაზიკა ყოფილიყო, საქართველოში და სამეგრელოში შეიქმნებოდა ასობით ათასი სამუშაო ადგილი.
„სამეგრელოში ძალიან ბევრი რამ დავიწყეთ იქ, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი კუს ნაბიჯებით მიდის. გეგონება ვიღაცამ შეგნებულად სამეგრელოს დაუსტოპა, დაუპაუზა მომავლის პერსპექტივა. ამიტომ ჩემთვის ამ ყველაფრის შებრუნება არ არის ვიღაცის რევანში. მე პირდაპირ ვაცხადებ, როგორი გამწარებულებულებიც არ უნდა ვიყოთ, როგორი გაბრაზებულებიც არ უნდა ვიყოთ, როგორ უსამართლობებთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არავის მიმართ არ უნდა გავატაროთ რაიმე სისხლის სამართლებრივი დევნა. საქართველოს არ შეუძლია, არ აქვს ფუფუნება, რომ მუდმივად ერთსა და იმავე წრეზე დადიოდეს, ერთი მთავრობა ცვლიდეს მეორეს და იჭერდეს ძველს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






