"ერთი მიზანი გვაქვს - ერთ დღეს გავხდეთ ევროკავშირის წევრები" - წულუკიანი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 17:05, 28 May, 2015     738

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კიევში უკრაინელ კოლეგას შეხვდა. თეა წულუკიანმა და პაველ პეტრენკომ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საპასუხო ვიზიტისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო მიზნის მისაღწევად.

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში უკრაინის იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას მოხდა შეთანხმება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ინსტიტუციონალურ თანამშრომლობაზე, კიევში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი კი ორივე ქვეყნისათვის კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას რიგის სამიტზე მიღწეული წარმატებაც მიულოცა.

„ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას, თქვენ და თქვენს გუნდს, გილოცავთ იმ შედეგებს, რაც დაიდო უკრაინისთვის რიგის სამიტზე. საქართველოს ძალიან კარგად მოეხსენება, რა ძნელია ამ შედეგების მიღწევა მოკლე დროში. ალბათ, არცერთ სამინისტროს არ ეწყინება არც ჩვენს ქვეყანაში და არც თქვენს ქვეყანაში ის, რომ მთავარი სიძნელეები იუსტიციის სამინისტროებმა გადავლახეთ საკანონმდებლო რეფორმების დარგში. ამიტომ გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ ეს არის შუალედური შედეგი და ჩვენ, ორივეს, ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჯერ კიდევ წინ“, − განაცხადა მან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისათვის სასარგებლო იქნება ქართული გამოცდილება, საქართველოს კი უკრაინის გამოცდილება დაეხმარება, არ დაუშვას შეცდომები.

თეა წულუკიანმა უკრაინელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა სისხლის სამართლის, სასამართლოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ. საუბარი შეეხო ნოტარიატის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, აღსრულების სისტემის რეფორმებსაც.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ხალხებს ბევრი რამ აერთიანებთ.

„საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთი მიზანი − ერთ დღეს გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იუსტიციის სფერო. ჩვენ გვაქვს ასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგი, რომლის შესრულებაშიც ორივე ქვეყანას აქვს წარმატებული საკუთარი გამოცდილება. პირველ რიგში, ეს გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს“, − განაცხადა პაველ პეტრენკომ.

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და უკრაინის მჭიდრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის წარმატებული სვლისათვის ევროპული მომავლისაკენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42