საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი დღეს, გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საიუბილეო საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილითა დასამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერებს, სამხედრო მოსამსახურეებს, აკადემიის კურსდამთავრებულებსა და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის 22 წლის იუბილე მიულოცა და აკადემიისა და განათლებული ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბა.
„დღეს, თქვენთან ერთად ვზეიმობთ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და გაძლიერების თვალსაზრისით. 22 წელია, რაც აღდგა ის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა,რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შეიარაღებული ძალების სიმტკიცეს, მის ინტელექტუალურ ძალას, იმ ხერხემალს, რომელიც ქმნის ქართულ არმიას. თქვენ ღირსებით ატარებთ იუნკერების გმირულსახელს.
მადლობას გიხდით იმისათვის, რომ აგრძელებთ იმ ტრადიციებს, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნისას ჩაეყარა საფუძველი. მაშინაც ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც დაიბრუნესთავისუფლება და დამოუკიდებლობა, მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და აქცენტი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე გააკეთეს.
თქვენი სასწავლებელი ატარებს დავით აღმაშენებლის, ჩვენი დიდი მეფისა და სტრატეგის სახელს, რომელმაც საქართველოს უმძიმეს ვითარებაში, სწორედ სამხედრო გამარჯვებების შედეგად მოუტანასიძლიერე, სტაბილურობა და მისცა შესაძლებლობა მომავალ თაობებს გაეგრძელებინათ წინაპართა ტრადიციები.
ჩვენი დიდი წინაპარი ამრავლებდა თავის მეგობრებს და ცდილობდა გაეთიშა მტრები; სწორედ ეს უნდა იყოს ყოველი ჩვენგანისთვის მაგალითი, იქნება ეს რიგითი ჯარისკაცი, ოფიცერი თუპოლიტიკოსი. ამას ემსახურება ის დიდი პროფესიონალიზმი, რომელსაც თქვენ ეუფლებით, ამ მიზნისკენ არის ორიენტირებული ჩვენი სახელმწიფო; ამავე მიზანს ემსახურება თითოეული ჩვენგანიც -მოკავშირეების და მეგობრების გამრავლებასა და განმტკიცებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიმტკიცე, რომელსაც აქ ვქმნით, გარანტიაა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის და სიძლიერის, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისათვის არის ძლიერი დემოკრატიულისახელმწიფოს აღმშენებლობის გარანტი.
ვაგრძელებთ რა ჩვენი წინაპრების ტრადიციებს, ამაყად ვიყურებით მომავლისკენ და ვხედავთ იმ წარმატებას, რომელსაც ერთად მივაღწევთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შესაძლებელიგახადა დღევანდელი დღე და 22 წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ამ საქმეს, ვინც მონაწილეობას იღებს თქვენი პროფესიონალიზმის ამაღლებაში. მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რადგან აირჩიეთუმნიშვნელოვანესი პროფესია - სამშობლოს დაცვა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი წარმატება, მოგილოცოთ მომავალი გამარჯვების იმედით. საქართველოს თითოეული მოქალაქე პატივს სცემს იმმუნდირს, რომელსაც თქვენ ღირსებით ატარებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღესვე, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეთაურო-საშტაბო სკოლის 29 კურსდამთავრებულს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადასცა.
საზეიმო ღონისძიებები საქართველოს პრეზიდენტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისგაფორმებით დასრულდა. დღეიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, მათ შორისაა სასტიპენდიო დამოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიის საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურსაკითხებში გიორგი აბაშიშვილი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






