აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ე.წ. გენშტაბის წევრებსა და უფროსს შეხვდა. ხაჯიმბამ გენშტაბის უფროსს, ანატოლი ხრულოვს რუსეთთან გაფორმებული ე.წ სამეკავშირეო ხელშეკრულების აღსრულების დაწყება დაავალა.
მრავალ პუნქტებს შორის, ხრულოვს რუსულ-აფხაზური ერთობლივი შენაერთის შექმნის ორგანიზებაც ევალება, რომელსაც ერთიანი სარდლობა ეყოლება. ხოლო აგრესიის საფრთხის შემთხვევაში, ამ პოსტზე რუსეთის გაერთიანებული სარდლობის მეთაურის მიერ რუსი სარდალი დაინიშნება.
„ვის უნდა მივმართოთ, დასავლეთს? ჩვენ ეს სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ. ის, რაც რუსეთის მხრიდან კეთდება, თავდაცვის სფეროს დახმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეკრულებას ხელი რუსეთთან გასული წლის 24 ნოებერს მოეწერა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ახლა შეთანხება თავდაცვის უწყებებს შორის უნდა გაფორმდეს. ზღაპრებს ნურავინ მოყვება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აქ რუსეთის მხრიდან არამარტო ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი, არამარტო ხელფასების ზრდაზე იმ საერთო რუსულ-აფხაზური დაჯგუფებისთვის, არამედ თავდაცვის სისტემის სრულ რეფორმაზე” - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
"თქვენ ორი მიზანი დაგვისახეთ, პირველი აფხაზეთის თავდაცვისუნარიოანობის გაზრდა და მეორე რუსეთთან დადებული ხელშეკრულების შესრულება. მზად ვარ დავალების შესარულებლად ყველაფერი გავაკეთო“ - აღნიშნა ხრულოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






