საქართველოს პარლამენტში მარიხუანის დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა
პოლიტიკა - 16:08, 28 May, 2015     5909

დეპუტატ გოგა ხაჩიძის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, მარიხუანის დეკრიმინალიზება მოხდება.

როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, დოკუმენტის მიხედვით, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.

კერძოდ, დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ცვლილებები იგეგმებასისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში, სადაც შენიშვნის სახით გაჩნდება ჩანაწერი, რომ „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს კანონის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” №1 დანართის №82-85 და N2 დანართის N92-ე პუნქტებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“.

აღნიშნული დანართებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები კი სწორედ, კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანაა.

ამასთან, ხაჩიძისავე ინიციატივით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. ავტორის ინიციატივით, ასევე ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

ამ ნორმებისთვის ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში უნდა შევიდეს, რომელიც დღეს მოქმედი რედაქციით ასეთია:

ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპრეოქტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, რადგან აღნიშნული ქმედება არ არის სისხლისსამართლებრივად საშიში.

„ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიარებულია, რომ აღნიშნული ქმედების ჩადენა არაა სისხლისსამართლებრივად საშიში პირველი ჩადენის შემთხვევაში. თუ კანონმდებლობა აღიარებს, რომ რაიმე ქმედება პირველი ჩადენის შემთხვევაში არაა საშიში და მისი ჩადენისთვის პირის მიმართ არ უნდა განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაშინ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენაც არ უნდა იყოს საშიში. თუ ქმედება საშიშია, იგი საშიშია პირველად ჩადენის შემთხვევაშიც.

აქედან გამომდინარე ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

როგორც „ლიბერალს“ ინიციატივის ავტორმა გოგა ხაჩიძემ უთხრა, კანონპრეოქტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და მისი განხილვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება.


წყარო www.liberali.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42