მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს არ ეთანხმება
პოლიტიკა - 15:03, 28 May, 2015     862
საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საკუთარი კომენტარები წარადგინა.

ანაგრიშის პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი, დღეს მინისტრების მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება არასამთავრობოების ანგარიშში გამოთქმულ მთელ რიგ მოსაზრებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, აკნინებს, ან არასრულად ასახავს 2012 წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმირების აქტიურ პროცესს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოთქმული მოსაზრებები სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ობიექტური რეალობის აღქმის შესაძლებლობას არ ტოვებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდევ უკეთესად იყოს ყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობა დადებითად აფასებს არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, NGO-ებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის თემატური შეხვედრები გაიმართა.

ანგარიშის შემუშავების პროცესში, საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წერილობით მიეწოდებინათ საკუთარი შეფასებები ანგარიშში დაფიქსირებულ მოსაზრებებზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.

"ძალიან ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვცეს, რომ ჩვენ განგვეხილა ეს ანგარიში წინასწარ, ვიდრე ეს პრეზენტაცია იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები და ასევე მოვამზადეთ კომენტარები ამ ანგარიშზე", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კომენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიშზე - „ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასება“, ასახავს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს და ახალი ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ობიექტურ სურათს ქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42