ივანიშვილი ვალს უბრუნებს რუსებს და საქართველოს ფულს რუსულ კომპანიებში ანაწილებს - თარგამაძე
პოლიტიკა - 14:55, 28 May, 2015     1809
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, ბიზნეს-სფეროებში არსებული მონოპოლიური გარემოს არსებობის შესახებ მორიგი სქემა გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ, ბათუმის პორტში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თარგამაძის თქმით, ხელსიუფლებამ ბათუმის პორტში შექმნა კორუფციული სქემა და პორტი, რომელიც წლების განმავლობაში ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემომტანი იყო 2012 წლის შემდეგ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

„დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი მაგალითი - ბათუმის პორტი. ცნობილია, რომ ბათუმის პორტი „ბათუმიინდუსტრიალჰოლდიგნის“ მფლობელობაშია, რომლის მმართველიც ყაზახური „ტრანსგაზოილია“. ბათუმის პორტი წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა და სახელმწიფოს ბიუჯეტში მილიონობით ლარი შექონდა. პრობლმები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო როდესაც პორტის მმართველად ტალგატბაიტაზიევი დაინიშნა. კერძო კომპანიაში საკადრო გადაწყვეტილებები ამ კომპანიის საქმეა, მაგრამ ამ შეთხვევაში აღსანიშნავია ერთი გარემოება ბატონი ბაიტაზიევი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა არაღიარებულ „დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში“ და თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დნესტრისპირელ სეპარატისტებთან ერთად განხორციელებულ კონტრაბანდისტული და კორუფციული ოპერაციების შედეგად მოიპოვა.ამ შემთხვევაში მთავრობას გააჩნდა ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტები რათა არ დაეშვა ისეთი სტრატეგიულ ობიეტის, როგორიც ბათუმის პორტია, მმართველად სეპარატისტებთან დაკავშირებული და საეჭვი რეპუტაციის მქონე პიროვნების დანიშვნა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ბატონი ბაიტაზიევი კორუფციული სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ეს სქემა, ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის უშუალო მონაწილეობით ხორციელდებოდა. ბატონი ბაიტაზიევი საკუთარი კომპანიის გამკოტრებლის როლისთვის ერთადერთი შესაფერისი ფიგურა იყო. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბაიტაზიევს პრობლემები ყაზახეთშიც დაეწყო სადაც დაიწყო ძიება დამნაშავეთაჯგუფის წინააღმდეგ, ხომელიმაცყაზახური სახელმწიფოსათობით მილიონი აშშ დოლარის ზარალიმიაყენა, ხოლო ბატონი ბაიტაზიევი ამ დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ყაზახეთში გამოძიების დაწყების შემდეგ ბატონი ბაიტაზიევი თავს ხსენებულ არაღიარებულ დნესტრისპირეთში და კვიპროსში აფარებს.

კორუფციული სქემა ერთი მხრივ ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განდევნას და მეორე მხრივ, ბათუმის ტერმინალის ე.წ. ბათუმის პატარა პორტისთვის სასათბურე პირობების შექმნას ითვალისწინებდა. ამ სქემის განსახორციელებლად ბათუმის პორტმა ექსკლუზიური კონტრაქტი გაუფორმა კომპანია ვაიბრო დიაგნოსტიკს, რომელიც პარალელურად ბათუმის პატარა პორტის მმართველი კომპანიაა. ვაიბრო დიაგნისტიკმა ბათუმის პორტში საკუთარი რეზერვუარები ააშენა და საქართველოს ბაზრისთვის არარეალურად მაღალი ფასები დააწესა, მეორე მხრივ ბათუმის პატარა პორტმა საბაზროზე 25% დაბალი ფასების დაწესებით ტვირთების გადაზიდვაზე ფაქტობრივი მონოპოლია აიღო. ამის შემდეგ უკვე მზა სქემაში საინტერესო ცვლილებები ხდება:

1. ვაიბრო დიაგნოსტიკის სათაო კომპანიის Vibro Diagnostic – F.Z.E-ს 70% რუსული კომპანია ლუკოილის გენერალური დირექტორისშვილის ოთარ ქათამაძის მფლობელობაში გადადის და ბატონი ქათამაძე ვაიბრო დიაგნოსტიკის დირექტორი ხდება;

2. ლუკოილ-საქართველოში დირექტორის მოადგილედ ყოფილი პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის დედაშვილ უჩა მამაცაშვილის წარმომადგენელი ოთარ ფარცხალაძე ინიშნება. ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვლმა პირადად დაურეკა ლუკოილის მფლობელ ალეკპეროვს და წარსულის დამსახურებისთვის ფარცხალაძის დასაქმება სთხოვა. თუმცა დღეს უკვე შეიძლება დამანდვილებით ვთქვათ, რომ ამის რეალური მიზეზი სწორედ კორუფციული სქემის შექმნა იყო. ფარცხალაძის როლი სასამართლო დავის დროს მოსამართლეებთან „ურთიერთობის დალაგება“ იყო;

3. ლუკოილმა გადაზიდვები ფოთის პორტიდან ბათუმის ტემინალში გადმოიტანა. როგორც ავღნიშნეთ ამით მას ფასი შეუმცირდა, ხოლო ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.

ყაზახურმა მხარემ ტალგატბაიტაზიევი მოხსნა დირექტორის თანამდებობიდან, თუმცა კაბალური ხელშეკრულები პირობები ვეღარ შეცვალა. უფრო მეტიც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების ვაიბრო დიაგნოსტიკის საჩივარის საფუძველზე ყადაღადაადო(ამონარიდიგანჩინებიდან):

1. ყადაღადაედოსშპს ,,ბათუმიტერმინალსის” (HE 184636) 100%-იანწილსშპს ,,ბათუმისნავთობტერმინალში” (ს/კ 245432544).

2. ყადაღადაედოსშპს ,,ბათუმისნავთობტერმინალის” (ს/კ 245432544) მართვისუფლებასშპს ,,ბათუმისსაზღვაონავსადგურის” წილის 100%-ზე.

3. ყადაღადაედოსშპს ,,ბათუმისნავთობტერმინალის” (ს/კ 245432544) საკუთრაბაშიარსებულუძრავქონებას, მდებარე - ბათუმი, ქუჩამაიაკოვსკი, №4, ნაკვეთისსაკუთრებისტიპი: საკუთრება, ნაკვეთისდანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებულიფართობი: 299 112.00 კვ.მ, მიწის (უძრავიქონების) საკადასტროკოდი №05.29.16.004.

გარდა ამისა განჩინებაში სპეციალურად ჩიაწერა, რომ ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს ვაიბრო დიგნოსტიკისა და ლიბრათრეიდინგი FZC-ს საქმიანობას.

სასამართლოს განჩინების კვალდაკვალ საქმეში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ფინანასთა სამინისტრო ერევა, რომელიც ყაზახურ მხარეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შედეგად ბათუმის პორტის დირექტორის თანამდებობას ზურაბ შუარღაია ინიშნება, რომელიც კიდევ ერთი ოდიოზური, ამჯერად უკვე ქართველი, ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის კადრია. ამით ვანო ჩახარტიშვილმა თავისი წილი მიიღო კორუფციულ სქემის შემუშავებისთვის, იდეის მიწოდებისთვისა და მასში ოთარ ქათამაძის ჩართვისთვის.

ივანიშვილის კლანის მიერ ბათუმის პორტის ხელშიაღების შემდეგ სასამართლო დავა გარიგებით წყდება. ამ გარიგების შედეგად რუსული ლუკოილი და მისი შვილობილი ორი კომპანია საქართველოში საწვავის შემოტანის ფაქტობრივი მონოპოლისტები ხდებიან.

სახელმწიფო რეკეტის საპასუხოდ, ყაზახურმა მხარემ უარი თქვა თავის მონაწილეობაზე საპარტნიორო ფონდში და მილიარდ დოლარიან ინვესტიციაზე, რომელიც მათ საქართველოს ეკონომიკაში უნდა გაეკეთებინათ.

და ბოლო შტრიხი 2015 წლის 30 მარტს კომპანია ვაიბრო დიაგნოსტიკი მმართველობაში გადაეცა შპს „ჯიარტრანს-შიფმენთი“, რომლის 100% დამფუძნებელი სააქციოსაზოგადოებასაქართველოსრკინიგზა. საქართველოს რკინიგზა კი უჩა მამაცაშვილის საკურატორი სფეროში შედის.

სახეზეა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოლიგარქიულ-კორუფციული სქემა, რომლის საშუალებითაც მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად ივანიშვილის და მასთან დაახლოებული კლანის ჯიბეებში მიედინება. ერთი ადამიანის გამდიდრების ხარჯზე ბიუჯეტი კარგავს მილიონობეს, ხოლო საქართველოს ეკონომიკა კი მილიარდებით ინვესტიციებს.“-განაცხადა გივი თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42