ნატოს ნდობის ფონდის პროექტი „საქართველო IV” გრძელდება
პოლიტიკა - 13:41, 28 May, 2015     1294

დღეს, გორის რაიონის სოფელ სკრაში მიმდინარე ნატოს ნდობის ფონდის პროექტის, „საქართველო IV”-ის მიმდინარეობას ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA), ნატოს სამეკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ.


პროექტის განხორციელება, რომელიც 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდას ითვალისწინებს, ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ შარშან ზაფხულში დაიწყო. ამ პროექტში წამყვანი ქვეყნები ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკებია. მათ გარდა, პროექტის ბიუჯეტში წვლილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა თორმეტმა ქვეყანამ შეიტანა.

ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის დევიდ თაუნდროუს და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს გარდა, სკრას ჩეხეთის რესპუბლის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, ლიტვის რესპუბლის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იურატე რამოშიენე, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროს ატაშეები ესტუმრნენ. მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის უშუალო შემსრულებლის - სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა"- სა და საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

სტუმრები იმ ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ, რომელსაც EOD ასეული და დელტა საცავის აფეთქების შედეგად გაბნეული საბრძოლო მასალების მოძიების, გამოტანის, დახარისხების, საფრთხის შემცველი ნაწილების უტილიზაციის და განადგურებისას იყენებენ. „საქართველო IV”-ის განხორციელების შედეგად, სოფლის სკრის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს და ორ წელზეა გათვლილი. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის ტრენინგების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებასაც ითვალისწინებს, რაც სკრის გაწმენდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს.

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველომ ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42