ფასადური და „პოლიტიკური ფერისცვალება“ - ხუნდაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"
პოლიტიკა - 12:55, 28 May, 2015     895
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს.

„ბოლო ორი დღეა ქართული მედია-საშუალებებით ინტენსიურად შუქდება ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე ცვლილებები, მაშინ, როდესაც სათანადო ყურადღება არ ეთმობა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც მეტად სასარგებლოა ხალხისთვის, ვიდრე ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შიდა კონფლიქტები. თუმცა, არის კი ეს საერთოდ კონფლიქტი?

ნაციონალური მოძრაობიდან ახლადგასული წევრების მიმართ ყოფილი თანაგუნდელების ასეთმა აგრესიულმა შეფასებებმა დაბადა ეჭვი, - ეს კონფლიქტია თუ მათი ჩვეული პოლიტიკური თამაში? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ახლადგასული წევრები ხალხის თვალში შედარებით პოზიტიურად წარმოჩინდებიან. სწორედ ეს არის საჭირო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.

აქედან გამომდინარე, ამ თემაზე ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებზე მაქვს ერთადერთი პასუხი: - ნაცმოძრაობის წევრების ასეთი ცვლილება ხშირად გვინახავს ბოლო 20 წლის მანძილზე მოქალაქეთა კავშირიდან დაწყებული დღემდე. ისინი თავად აცხადებენ, რომ კვლავ ძველი ღირებულებების და შეხედულებების ერთგულნი რჩებიან. ანუ, ეს არ არის თვისობრივი ცვლილება, ეს არის მხოლოდ ფასადური სახეცვლილება, რასაც უბრალოდ, ნაციონალური მოძრაობის „პოლიტიკური ფერისცვალება“ ჰქვია , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42