დავით დონდუამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქართველი ჟურნალისტების დაკავებაზე ისაუბრა
პოლიტიკა - 12:09, 28 May, 2015     1258

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მუშაობაში და განცხადება გააკეთა საქართველოს დელეგაციის სახელით. აღნიშნული სხდომა ლიტვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით დღის წესრიგის საკითხის "სამოქალაქო პირების დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს" ფარგლებში გაიმართა და მიეძღვნა ჟურნალისტთა დაცვის საკითხს.

დავით დონდუა მიესალმა ლიტვის მიერ ამ პრობლემატური თემის წინა პლანზე წამოწევას და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო უფრო ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს, რათა კონფლიქტურ სიტუაციებში მომუშავე ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების ძალმომრეობისგან.

"ჟურნალისტთა დაცულობის უზრუნველყოფა იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ხშირად პირველები არიან, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობას ამა თუ იმ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას აწვდიან თავიანთი უსაფრთხოებისა და ხშირად სიცოცხლის ფასად.

საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ეს ტრაგედია, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოში სამი ჟურნალისტი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. დაღუპულთა შორის იყო ჰოლანდიელი ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის 12 აგვიტოს რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა და სხვა დაბრკოლებების აღმართვა ემსახურება არა მარტო ადამიანთა შორის კონტაქტისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომის ხელშეშლას, არამედ იმის არდაშვებასაც, რომ ჟურნალისტები შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ნათელი მოჰფინონ ადამიანის უფლებების მხრივ იქ არსებულ სავალალო მდგომარეობას. 2014 წლის აპრილში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკანონოდ დააკავეს სამი ქართველი ტელეჟურნალისტი, რომლებიც რეპორტაჟს ამზადებდნენ მავთულხლართების გაბმის საკითხზე", - განაცხადა დონდუამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ვალდებულებაა, ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ სამხედრო ოკუპაციის რეჟიმი არ ათავისუფლებს მოქმედ მხარეს იმ პასუხისმგებლობისგან, რასაც ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ჰქვია.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თავისი გამოსვლის ბოლოს ისაუბრა იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ინფორმაციით მანიპულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ქმნის - კერძოდ, როდესაც სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკიდურესი ნაციონალიზმის პროპაგანდას ეწევიან და ცდილობენ, გაამართლონ უცხო ქვეყნების ტერიტორიათა მიტაცება და ანექსია.

საქართველო ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად ხელი შეუწყოს გამოხატვის თავისუფლებას და ჟურნალისტთა დაცულობას მთელ მსოფლიოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42