გიორგი კვირიკაშვილი ისმოს გენერალურ დირექტორსშეხვდა
პოლიტიკა - 11:46, 28 May, 2015     1048
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინტელექტუალურისაკუთრებისმსოფლიოორგანიზაციის (ისმო) გენერალურდირექტორს,ფრენსისგარის შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და მიხეილ ჯანელიძე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების შეფასების და კომერციალიზაციის საკითხებზე. ისმო-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს ინოვაციური Startup-ების შექმნის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილება.

ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთმ ნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში. ისმო-ს გენერალური დირექტორი გაეცნო საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით, რაც წარმოადგენს DCFTA-ს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას. მის შესრულებაში „საქპატენტის“ როლი მნიშვნელოვანია.

გუშინ ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ისმო-ს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისმო-ს მხარდაჭერით ინტელექტულური საკუთრების სტრატრატიგიის შემუშავებას, საინოვაციო საქმიანობის და გეოგრაფიულიაღნიშვნებისდაცვისსისტემისგანვითარებაში ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წიანაპირობაა.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება და ის 188 ქევრ-ქვეყანას აერთიანებს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლების ისეთი საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელიც იქნება დაბალანსებული, ეფექტიანი და ხელს შეწყობს ინოვაციების და შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა-განვითარებას. აღნიშნული ორგანიზაციის წევრი საქართველო 1991 წელს გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42