„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც დგას პარლამენტი არის ის, რომ ისინი ფაქტიურად ვერ აკონროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ამ ნაწილში პარლამენტი არის ძალიან სუსტი. ვფიქრობთ, რომ გამოწვევის წინაშე დგას აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც საუბარია არაფორმალურ მმართველობაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და რა თქმა უნდა იგი გავლენას ახდენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რაც არის კავშირში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეს არის ნაკლები კოორდინაცია ერთმანეთს შორის,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
კველევაში დადებითად არის შეფასებული იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამნისტროებში მიმდინარე რეფორმები, მაგრამ ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად რეფორმისა, პენიტენციალურ სისტემაში კვლავ რჩება პრობლემები.
ანაგარიშში ნათქვამია, რომ დადებითი ცვლილებები შეინიშნება ბიზნესის კუთხით, მაგრამ ასევე არსებობს პრობლემები. ანგარიშშის მიხედვით, პრობლემურია კანონი, რომელიც პარლამენტმა ვიზებთან დაკავშირებით მიიღო და ამ რეფორმამ ბიზნესის განვითარება შეაფერხა.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მედია ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო მეტად თავისუფალი გახდა. არასამტავრობოები ხელისუფლებას აძლევენ რეკომენდაციას, რომ სხვადასხვა საკითხების განხილვისას, უფრო მეტდ გაიზარდოს მედიის ჩართულობა.
მასალის გამოყენების პირობები






