პრეზიდენტმა დეპუტატებს კონსტიტუცია უსახსოვრა. როგორც „ნიუპოსტს“ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლებს კონსტიტუცია 26 მაისს გაუგზავნა.
„ეს პრეზიდენტის მხრიდან ნორმალური ჟესტია, ამაში განსაკუთრებული არაფერია. გამოგვიგზავნა 26-ში საქართველოს პარლამენტში. მე ვთქვი კიდევაც ხურდა დამიბრუნა ამითთქო. გახსოვთ პრეზიდენტთან კონსტიტუციით ხელში მივედი, რომ იმ დროს წარმოშობილი კრიზისული მომენტი აღმომეფხვრა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ხურდა დამიბრუნა. თვითონ არ მოსულა, მაგრამ გამომიგზავნა. რას გამოხატავს ეს ჟესტი, ეს საჩუქრის ავტორს უნდა ვკითხოთ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა დეპუტატებს, მთავრობის წარმომადგენლებს და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია აჩუქა, ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






