პარლამენტშიორი კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ხმაურის ფონზე განიხილებოდა.
უმრავლესობას აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გელა სამხარაულის დანიშვნის მომხრეა. რაც შეეხება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, „რესპუბლიკელები“ ლევან ბერძენიშვილის დანიშვნის მომხრე არიან.
მისი კონკურენტი კი ზვიად კვაჭანტირაძეა.
„ვისაუბრეთ სამსხარაულის და ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურაზე. ასევე განვიხილეთ ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა. სხდომაზე საუბარი შეეხო პირველი მოადგილეების კანდიდატურებსაც. ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება. კოალიციურ რეჟიმში განვიხილავთ. რა შეეხება ხმამაღალ საუბარს, მიკროფონები არ იყო ჩართული და ამიტომ ვსაუბრობდით ასე. ასევე ახალი არის ის, რომ გედევან ფოფხაძე, რომელიც აქამდე არც ერთ ფრაქციაში არ იყო, ქართულ ოცნებაში გაწევრიანდა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






