„მთელმა სამყარომ მინდა გაიგოს...“ - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი
სოც.მედია - 22:35, 27 May, 2015     7096

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში შეხვდა. შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი მინისტრი ემოციებს „ფეისბუქ“ მეგობრებს უზიარებს.

„ჩემი არა თავდაცვის მინისტრული ემოციები ავღანეთიდან!

ავღანეთიდან ვბრუნდებით.

შეუძლებელია ამაზე დიდი ემოცია, უფრო მეტად დამუხტვა, უფრო დიდ სიყვარულთან და ერთგულებასთან ხელით შეხება.

არ ვიცი როგორ თავდაცვის მინისტრობას ვპირდებოდი საქართველოს მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი როგორი იქნება, იმიტომ რომ სტანდარტი ვიპოვე რომელსაც გინსა დაემსგავსო და სინამდვილეში, გულის სიღრმეში აჯობო.

აქ გენერლებთან შეხვედრებზე, ან 10 დღის დანიშნული ქართველი მინისტრის იმ დილით დანიშნულ კოლეგასთან შეხვედრაზე, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელივანი იყო, ვინაიდან სწორედ იმ დილით დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა შეკრა მთავრობა რომელზეც დიდ იმედს ამყარებენ, ამ ყველაფერზე Imeda Darsalia იზრუნებს.

ყველაზე მთავარი ავღანური ემოცია არც გენერლებია, არც ვერტმფრენიდან დანახული ქალაქები და სოფლები, არც სამხედრო ბაზები და ერთმანეთში არეული ათეულობით ენა. მთავარი ემოცია ჩვენებისგან მოდის. ყოველი მორიგი მეთაური, ოფიცერი, რიგითი მორიგი სურპრიზია.ფიქრობ ეს ყველას ჯობია და მერე კიდევ, მორიგ ჯერზე გაოცდები.

ომში არიან, ყოველ დღე რისკის ზღვარზე დადიან და მათგან მხოლოდ სიკეთე და კეთილშობილება მოდის. მოლოდინი გაქვს რომ მკაცრი, სიტყვაძუნწი ოფიცერი დაგხვდება, არადა მხოლოდ სიკეთეს და დადებით ემოციას გატანენ.

არ მინდა ვინმე გამოვარჩიო, თუმცა ალბათ მაინც პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძის ლომის წილია. თავად ასეთია. სულ იღიმის, ყველაზე მძიმე ამბავსაც მშვიდად და მომღიმარი გიყვება. თუ რამე შეგეშალა წესებში იმასაც ასეთივე ღიმილით და სიმშვიდით მიგანიშნებს.

გამიგრძელდა ძალიან.

ემოცია, სიამაყის გრძნობა იმდენად დიდია როგორ დავწერ და როგორ გადმოვცემ არ ვიცი, მაგრამ მთელმა სამყარომ მინდა გაიგოს და ყველა ქართველმა იამაყოს.

თუმცა განსაკუთრებული ემოცია ბაგრამში ჩვენმა მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა ცხადაძემ გამომაყოლა. წარმოიდგინეთ ეს ახალგაზრდა ვაჟკაცი, ბაგრამში, ამდენ ადამიანზე პასუხისმგებელი, თავად მუდმივი რისკის ქვეშ მყოფი, და ამ დროს წარმოუდგენლად კეთილი. ჩემთვის დიდი პატივი იყო მთელი დღე მასთან საუბარი ჯარზე, სამხედრო განათლებაზე, ავღანელებზე, მისიაზე. გონიერი, გაწონასწორებული, რაციონალური.

მაგრამ 26 მაისის ღონისძიებაზე სტანდარტულ მდგომარეობაში ბრძანება რომ გასცა აი ის ემოცია ალბათ მთელი სიცოცხლე გამყვება. მეთაური ავღანეთში სამხედრო ბრძანებას გასცემს, ისმენ და ერთადერთი გრნობა გაქვს ღმერთო დიდებულო ამდენი სიკეთე და კეთილშობილება როგორ გაიმეტე ერთი ადამიანისთვის. თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული მეთაური ბრძანებას გასცემს სამხედრო ბაზაზე და პირველი სიტყვა რომელიც ათმოხდება ყველს ირგვლივ მყოფს არის "რა საყვარელია" მაშინ მიხვდებით რას ვგულისხმობ.

ალბათ ვიპოვე იდეალური სამხედროები, ზუსტად ვიცი რომ ასეთები ძალიან ბევრი არიან და სწორება სწორედ მათზე უნდა გვქონდეს.

სწორედ ვ/პოლკოვნიკ ცხადაძეს მსგავსად რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ყველა იქ სადაც ვართ სიყვარულით და დიდი პასუხისმგებლობით ვიცი უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ.

ვემსახუროთ საქართველოს სიყვარულით”, - წერს ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42