„ეს იყო უცნაური გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვა ასეთივე უცნაური განცხადება. ამ განცხადებამ უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა ამ სიტუაციაში. მე იმედი მაქვს, რომ ოთხეული იმ პრინციპების ერთგულებას შეინარჩუნებს, რისთვისაც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც პოლიტიკური ამინდისთვის, ასევე მათი პოლიტიკური მომავლისთვის. ამ გადაწყვეტილების რეალურ მიზეზებს დრო გვაჩვენებს."- აღნიშნა შაშკინმა
შაშკინის შეფასებით ოთხეულის წასვლა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგზე და მომავალზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგან ამ პარტიის რეიტინგის მთავარი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია:
„არა მგონია, რომ ამ ოთხი დეპუტატის გადაწყვეტილებამ ზეგავლენა მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე ან მომავალზე, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და მომავალი უკავშირდება პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, ის რეიტინგი რაც პარტიას გააჩნია, არის მიხეილ სააკაშვილის, როგორც პარტიის ლიდერის რეიტინგი. თუ ვინმეს აქვს ამბიცია, რომ მას შეუძლია უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა, ეს მცდარი ამბიციაა. სააკაშვილის დონის პოლიტიკური წონის პიროვნება საქართველოში არ არსებობს და ჩემი სუბიექტური შეფასებით, კიდევ დიდხანს არ იარსებებს, რადგან რაც მან გააკეთა საქართველოსთვის, არარსებული ქვეყანა შეკრა ქვეყნად, მსგავის პოლიტიკური კაპიტალის ლიდერები ევროპაშიც იშვიათია.“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შაშკინის თქმით, მონაწილეობდა თუ არა ოთხეულის წასვლაში ივანიშვილის ფაქტორი, ამას დრო აჩვენებს, იმის მიხედვით თუ რამდენად ერთგულები დარჩებიან ისინი იმ პრინციპების , რომლის გარშემოც იყვნენ გაერთიანებული, ამ პრინციპებს შორის შაშკინი დემოკრატიას, ევროატლანტკურ ინტეგრაციას და იმ ფასეულობებს ასახელებს, რომელსაც ეს დეპუტატები წასვლამდე ქადაგებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






