პრეზიდენტის ადმინისტრაცია სებ-დან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხს უარყოფითად აფასებს
პოლიტიკა - 19:53, 27 May, 2015     1144
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდა.

გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკის სფეროს ექსპერტებ ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებები მოისმენა.

"პრაქტიკულად არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან; ვთანხმდებით, რომ არის ძალიან ნაჩქარევად მომზადებული აღნიშნული ინიციატივა, ბევრ ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს, თუნდაც განმარტებითი ბარათი, აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებია დაფიქსირებული და პრაქტიკულად შეუძლებელია პროფესიული კუთხით აღნიშნული ინიციატივა შეფასდეს თუნდაც როგორც დამაკმაყოფილებელი; პროფესიულად ეს არის ცუდად მომზადებული. მეორე სერიოზული საკითხია ის, რომ აბსოლუტურად, და ეს განმარტებით ბარათში, ანუ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში არ იყვნენ ჩაბმულები არც ექსპერტები, არც ბიზნესის წარმომადგენლები, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და თავისთავად ცხადია უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომ მთლიანობაში კომუნიკაცია იყოს ბიზნესთან საფუძველშივე, ანუ მაშინ,როდესაც მზადდება კანონპროექტი, რომელიც მათ ეხება.

შეცდომაა საუბარი იმაზე, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მხოლოდ საბანკო სექტორს დააზიანებს; ის დააზიანებს საბანკო სექტორს და შეეხება თითოეულ მოქალაქეს და მეორე, ამას ექნება ძალიან მკვეთრი გვერდითი და პარალელური ეფექტები ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ბიზნეს იმიჯზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ამ ფორმით არის წარმოუდგენელი და პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას."-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42