საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე და განხილულ კანონებზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით უმრავლესობას ამ კანონების განხილვა "ნაციონალების" წინააღმდეგობის გამო შეჩერებული ქონდათ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების და ყურადღების ცენტრში "ნაციონალებიდან" წასული ოთხეულის მოქცევის გამო ამ კანონპროექტების გატანა "გაბედეს"
"რა მოხდა დღეს პარლამენტში:
მეორე მოსმენით განიხილეს და მოიწონეს კანონი, რომლითაც 2 წლიანი ციხით დაისჯება საჯაროდ "შუღლის გაღვივება" და შეიქმნება ფეისბუქის და საჯარო გამოხატვის ოფიციალური ცენზურის მექანიზმი.
გაიტანეს კანონი, რომლითაც ადვოკატებს ეკისრებათ სრულიად ბუნდოვანი ვალდებულებები ფინანსური მონიტორინგის კუთხით და მათი შეუსრულებლობის მოტივით ხელისუფლებას ეძლევა ადვოკატების დევნის ფორმალური ბერკეტი. ეს კანონები შეჩერებული ქონდათ ჩვენი აქტიური წინააღმდეგობის გამო და სწორედ დღეს გაბედეს განსახილველად გამოტანა.
ოღონდ ეს არავის აინტერესებს, რადგან ყურადღების ცენტრში და საჯარო დებატის დღისწესრიგში მთავარ საკითხად დგას ნაციონალური მოძრაობის დაშლა-არდაშლის თემაზე მარჩიელობა.
აი, ეს გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობიდან გაპარულებმა ჩვენს საერთო საქმეს.
To be continued..."- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






