„მაიმუნს რომ უთხრა დეპუტატი ხარო, შერცხვება“ - ნათელაშვილი ივანიშვილის „პირად სახელმწიფოზე“
პოლიტიკა - 17:26, 27 May, 2015     1752

„მაიმუნების საზოგადოებაში უკეთესი დამოკიდებულებაა, ვიდრე პარლამენტში, შეხედე თუ გაქვს მათი ქცევა რამეს, ან პირად ურთიერთობებში, ან სახელმწიფოებრივ მოღვაწობაში, ან ჩხუბში, კამათში და ოპონირებაში. რა უნდა გაგიკვირდეს ადგილობრივი ორგანოების, ანუ, მაიმუნს რომ უთხრა შენ დეპუტატოო, ეწყინება” - აღნიშნული შეფასება "ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "გურიის მოამბის” გადაცემა "ექსკლუზივში", ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ მდგომარეობასა და სუსის მიერ მის მართულობაზე დასმულ კითხვაზე გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სუსი, თუ რა ჯანდაბა ჰქვია, კუდი თუ კგბ, ერევა ამ საქმიანობაში. ეს არის კანონიერების უხეში დარღვევა, ამაზე სუსის თანამშრომლები აუცილებლად აგებენ პასუხს. იმდენ განათლებას და ინტელექტს კი უნდა ფლობდნენ, რომ ეს სწორად გაანალიზონ. ახლა მაგალითად, მცხეთაში ჩავატარეთ აქცია, წყლის გადასახადი გააძვირენ უსაშველოდ და წყლის კომპანიის წინ ვიყავით შეკრებილები და სუსი აწარმოებდა გამოკითხვებს დეპუტატებთან, მათ შორის ჩვენს დეპუტატებთანაც, რა საქმეზე ჩავდივართ, რა გვინდა, რას ვითხოვთ და ა.შ. ეტყობა მაგათ არ იციან წესდებაში რა უწერიათ, მაგათმა უნდა იბრძოლონ სახელმწიფო უშიშროების დასაცავად და არა პოლიტიკური ოპოზიციის საზდევნად, რომ მერე ზემოთ მოახსენოს ხელმძღვანელობას ყველაფერი. მეტი რა უნდა გითხრათ, თავისი ნათელმირონი დაუნიშნავს შუშის უფროსად, ვიღაც მჭედლიშვილი, თავისი უსაფრთხოების ყოფილი უფროსი, იქ პინგვინებს რომ იცავდა. შსს-ს მინისტრი, არის მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი. ანუ, პირადი სახელმწიფო შექმნა, ივანიშვილმა მოახდინა ქვეყნის პრივატიზაცია. ამისთვის, ის ცუდად აგებს პასუხს და მე მის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი“, -აღნიშნა ნათელაშვილმა.

პარტიის ლიდერი გადაცემაში NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 6%-ს ნაცვლად, მათი რეიტინგი 40%-ია.

აღნიშნა ისიც, რომ ერთადერთი პრობლემა, რის გამოც არჩევნებში ‘ლეიბორისტები“ ვერ იმარჯვებენ, „იუდას ვერცხლის არ ქონაა“.

"6 კი არა, სინამდვილეში კარგი 40% გვაქვს. მაგრამ NDI-ს ყოველთვის თავისი გათვლები აქვს. ერთადერთი პრობლემა გვაქვს, რის გამოც ვერ ვახერხებთ ხელისუფლებაში მოსვლას-მისი უდიდებულესობა იუდას ვერცხლი. ფული, არა გვაქვს.

სანამ ჩვენი ხალხი არ მიხვდება, რომ ფულიანი კაცის მიშვება პოლიტიკაში არის დანაშაული, მანამ არაფერი შეიცვლება, სანამ ჩვენი ბრძენი ხალხი არ მიხვდება იმას, რომ მილიონერი, რომელიც მიისწრაფვის პარლამენტში, იქ მიდის არა იმისათვის, რომ ამომრჩევლის ცხოვრება უზრუნველყოს, არამედ მიდის იმიტომ, რომ თავის მილიონებს კიდევ ერთი მილიონი დაამატოს, ძვირადღირებული ჯიპები იყიდოს, კარგი ჩაცმულ-დახურული იყოს, ოჯახი და შთამომავლობა უზრუნველყოფილი ჰყავდეს.

სანამ ამას არ გავიაზრებთ, რომ მილიარდერი პოლიტიკაში ხალხის ზურგზე კიდევ უფრო მეტად გამდიდრების სურვილით მოდის, მანამ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება და სწორი არჩევანის გაკეთება არის შეუძლებელი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42