კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს ბიზნეასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ეხმაურება.
მისი თქმით, კანონის ამოქმედება არასწორია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთოდ ამ თემაზე საუბარი არასწორია. კანონის ამოქმედება არასწორია, მაგრამ ამ შემთხვევაში გვინდა მოისმინოთ არგუმენტები პარლამენტის და ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, გარდა პოლიტიკური არგუმენტებისა, რომელიც ჩვენს ამოცანას სცილდება“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
იგი მოუწოდებს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ ფრთხილად მოეკიდონ ისეთ სექტორს, როგორიც საბანკო სექტორია.
"საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება. მესმის, რომ განსხვავებული პოზიციებია, მოსაზრებებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ დავინახოთ, რომ საბანკო სექტორი განსაკუთრებული სექტორია“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






