"ვინმე ჭკუათმყოფელმა უთხრას იმ შტერს, კუნთებზე ნუ იყურება იმიტომ, რომ არ აქვს"- ბაჩო ახალაია
პოლიტიკა - 16:58, 27 May, 2015     3671
პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, საქართველო ესკალაციისკენ მიდის, ამიტომ მთელი ძალისხმევა ამ დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიიმართოს.

„ახლა უნდა გავერთიანდეთ ერი იდეის გარშემო, რომ ამ უბედურებიდან, სადაც ვიმყოფებით, გამოვიდეთ. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მშვიდობიანი განვითარების უფლება უნდა მიეცეს ერს, რათა გავიდეს თავისუფლების ფონს.

ყველა, ვინც განდევნილია, მათ შორის სააკაშვილი, ასევე და სხვები, უნდა მიეცეთ ქვეყანაში დაბრუნების უფლება. ყველა პირი, ვინც პოლიტიკურ პატიმრობაშია, უნდა გათავისუფლდეს.

განდევნილ სამხედროებს კი უნდა მიეცეთ სამშობლოში დაბრუნების საშუალება. ეს ყველაფერი მომავლისთვის გარდაუვალია. თუ მას ვერ მიხვდებიან და ბოღმა დააბნელებთ, ცუდ შედეგს მივიღებთ“- განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ბაჩო ახალაიას თქმით, საზოგადოების პოლარიზებას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი უწყობს ხელს.

„ჩვენ არ ვართ პოდიუმზე, ვის ვინ მოსწონს და არ უნდა გვაინტერესებდეს ეს. საზოგადეობის ასეთი პოლარიზება არის ჩიხი, რომლის ბოლოც არის აფეთქება, რაც უნდა.
მმართველობის ისეთი ფორმები, რომლებიც ახლა გვაქვს, კაცობრიობის ისტორიაში არ მოიძებნება. ის, რომ არის - ბიძინა, იმის ტვინში ვერ შედის და იქნებ ვინმე ჭკუათმყოფელი მიხვდეს და უთხრას იმ შტერს, კუნთებზე ნუ იყურება იმიტომ, რომ არ აქვს“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42