ომბუდსმენი იუსტიციას სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერთათვის სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმართავს
პოლიტიკა - 16:12, 27 May, 2015     1031

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს წინადადებით მიმართავს, რომ შემუშავდეს და დამტკიცდეს სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული წესი.

როგორც ომბუდსმენის აპარტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამგვარი წესის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი, ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ.

"საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლამ ცხადყო, რომ ტრანსგენდერები პრობლემებს აწყდებიან სამოქალაქო აქტების ჩანაწერში სქესის შეცვლისას, რაც თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78–ე მუხლი განსაზღვრავს გარემოებათა ჩამონათვალს, რაც შესაძლოა გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი. ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მითითებულია „სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა“. თუმცა, არ არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სამოქალაქო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის, ასევე არაა განსაზღვრული ამ მუხლის მიზნებისათვის რა ითვლება „სქესის შეცვლად“.

კანონით დადგენილი წესის ბუნდოვანების გამო, მნიშვნელოვანია, საკითხი დარეგულირდეს სპეციალური წესით, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სფეროში წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით. სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობა საშუალებას მისცემს ტრანსგენდერებს, განახორციელონ თავიანთი ფუნდამენტური უფლებები და მოახდინონ საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია."- ნ ათქვამია უჩა ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42