"ნაცმოძრაობა" სააკაშვილის გარეშე - ოთხეულის პოლიტიკური პროექტის არსი - ნოდია
პოლიტიკა - 13:28, 27 May, 2015     1994

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის ყოფილი „ნაციონალების“ მიერ გავრცელებული განცხადება მისთვის დამაჯერებელი არ იყო.

ნოდია ვარაუდობს, რომ პოლიტიკური ოთხეულის პროექტის რეალური არსი არის - „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე.

"საჯაროდ არ ვაკომენტარებდი ოთხეულის გადაწყვეტილებას ნაცმოდან გასვლაზე, სანამ მათი განცხადება არ ვნახე. მით უმეტეს, რომ ოთხიდან სამის მიმართ მაქვს (და მრჩება) პიროვნული სიმპათია (გიორგი მელაძეს, უბრალოდ, არ ვიცნობ).

ჩემთვის ეს განცხადება არ არის დამაჯერებელი. სიტყვები, რომ პარტიამ არასაკმარისად აიღო პასუხისმგებლობა 2012 წლის პოლიტიკურ მარცხზე და არასაკმარისად გარდაიქმნა, თავისთავად მხოლოდ ზოგადი სიტყვებია და მნიშვნელობას მოკლებულია, თუ არ დააკონკრეტებ. ნაცმოს შიდა დისკუსიებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ იმდენი ვიცი, რომ შიგნით არსებობს განსხვავებული აზრები იმის თაობაზე, რამდენად თვითკრიტიკული უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, კერძოდ რა უნდა ჩათვალოს თავის შეცდომად და რა - არა.

ზოგი თვლის, რომ პარტია უკვე ზედმეტად თვითკრიტიკულია, ზოგი - რომ არასაკმარისად. ეს ნორმალური შიდაპარტიული პლურალიზმია. მე ვისურვებდი, რომ ასეთი შიდაპარტიული დისკუსია უფრო გახსნილი და ფორმალიზებული ყოფილიყო. მაგრამ ეს თუ ასე არ იყო, რაღაც ზომით ზურაბ ჯაფარიძის პასუხისმგებლობაც გამოდის, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის. აღნიშნული მარცხიდან ორწლინახევრის შემდეგ ამ მოტივის მოყვანა ცოტა დაგვიანებული მგონია.

ასევე გაუგებარია: თან ამბობენ, რომ 2016 წელს აღარ იბრძოლებენ საპარლამენტო მანდატებისთვის, თან - რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და თამამი და ახალი პროგრამით გამოსვლა უნდათ. აბა რისთვის ქმნიან ამ პოლიტიკურ ცენტრს და პროგრამას, თუ პარლამენტში მოხვედრისთვის არ იბრძოლებენ? გრეხია ძალაუფლებისთვის ბრძოლა? ან პოლიტიკიდან გადიხარ (მაშინ ლოგიკურია, ახლავე დადო პარლამენტის წევრის მანდატი), ან რჩები პოლიტიკაში (ხოლო თუ რჩები, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო, ანუ ძალაუფლებაში მოსახვედრადაც უნდა იბრძოლო).

თეორიულად, ალბათ არსებობს პოლიტიკური ნიშა ისეთი ძალისთვის, რომელიც ასოცირდება ნაციონალური მოძრაობის მიღწევებთან,

მაგრამ დისტანცირდება მისი მმართველობის ნეგატიური მხარეებისგან (პირობითად რომ ვქვათ, განასახიერებს "აღმშენებლობის ცხრა წელს" მაგრამ არა "სისხლიან ცხრა წელს"). სხვა სიტყვებით, ეს უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გარეშე - ეჭვი მაქვს, რომ ოთხეულის ნამდვილი პოლიტიკური პროექტის არსი ესაა. ისევ თეორიულად, მეც არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება ერთ კონკრეტულ ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომლის ყველა ნაბიჯს და გამონათქვამს არც მე ვეთანხმები. მაგრამ პრაქტიკულად, ცოტა ვეჭვობ, რომ ოთხეულმა, თუნდაც "ივერიელებთან" ერთად, შეძლოს ისეთი ახალი ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებს. ცხადია, ვუშვებ, რომ ვცდებოდე, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ" - წერს ნოდია“, - წერს ნოდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42