ფორუმის ფარგლებში სამშობლოში ჩამოსული სხვადასხვა დარგის სპეციალისტები საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან ერთად კონკრეტული სფეროების განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე მსჯელობენ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილი არიან ქართული დიასპორის ღირსეული წარმომადგენლები, რაც დიასპორული გამოცდილების გაზიარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„აქ წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის წინ დატოვეს საქართველო, არასოდეს ივიწყებენ სამშობლოს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ აქ დატოვეს. მნიშვნელოვანია მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამას ისახავს მიზნად. ბევრი მათგანი ძალიან წარმატებულია, მუშაობენ სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში, თანამშრომლობენ მათთან. ამ თვალსაზრისით ჩვენ ინვესტირების შესაძლებლობები გვაინტერესებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ფორუმს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორკუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






