„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გუნდი პროფესიონალი, გამოცდილი კადრების მოძიებას იწყებს და ამ მიზნით გარკვეულ ინდივიდუალურ შეხვედრებს უკვე აწარმოებენ. თუმცა მისი განმარტებით ინსტიტუციურ ფორმატში, რაიმე სახის კონსულტაციები, როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ ჯგუფებთან ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
"ვეცდებით მოვიზიდოთ, თავის საქმის პროფესიონალი გამოცდილი ადამიანები. ადამიანები, რომელთა ჩართვაც პოლიტიკურ პროცესებში ჩვენის აზრით მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუქტურის, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ამ პროცესებში ჩართვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. არ გვაქვს ახლა ამ წუთში ინსტიტუციურ ფორმატში რაიმე სახის კონსულტაციები რომელიმე პოლიტიკურ, თუ არაპოლიტიკურ ჯგუფთან, ამაზე ახლა არ არის საუბარი. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან. არანაირ დამატებით ახსნა განმარტებას მიზეზებთან დაკავშრებით ჩვენ არ გავაკეთებთ გარდა იმისა, რაც არის მოცემული ტექსტში",-განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






