„რუსთავი 2“-ის გენერალური, დირექტორი ნიკა გვარამია „ნაციონალების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას უფორმოს და უმესიჯოს უწოდებს.
ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„სრული და უსიამოვნო მოულოდნელობაა. ასეთი უმესიჯო და უფორმო ტექსტი ალბათ მართლა რთული მოსაფიქრებელი იყო და ამისთვის აიღეს ორდღიანი ტაიმაუტი. ავტორზე რაკურსით თუ შევხედავთ, ტექსტი კი არა ნამდვილი Mythbuster არის" - წერწს იმედგაცრუებული გვარამია.
ყოფილმა „ნაციონალებმა“ პარტიიდან წასვლის შესახებ განმარტება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
„....რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება?
ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები.
ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.
პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა...“, - ნათქვამია განცხდებაში.
მასალის გამოყენების პირობები






