„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, პავლე კუბლაშვილი მის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
ყოფილი დეპუტატი უარყოფს ინფორმაციას, რომ მან ერთ-ერთი ბიზნესმენისგან სოლიდური თანხა აიღო.
„ის ადამიანები, რომლებიც მითიურ თანხებზე საუბრობენ, მინდა დავამშვიდო. მათდა საკეთილდღეოდ არც პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს და არც რაიმე ფინანსები. თუმცა ყველას ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვექნება ის დაფინანსება, რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიისთვის. თუმცა ყველა ის წყარო, რომელიც დააფინანსებს ჩვენს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, იქნება გამჭირვალე“, - განმარტა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, ელისო კილაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ პავლე კუბლაშილი გიორგი მელაძესთან ერთად ლატვიაში იმყოფებოდა, სადაც სოლიდური თანხა აიღეს.
„რაც შეეხება გაგრძელებას, ეს გახლავთ ლატვიაში, იქ ასევე იმყოფებოდა კუბლაშვილი გიორგი მელაძესთან ერთად. ჩემი ინფორმაციით, იქ გახსნილია ანგარიში და ჯოზეფ ქეის მეშვეობით მისთვის თანხაა გადარიცხული. გამომდინარე იქიდან, რომ ქეი გარიგებულია ხელისუფლებასთან, ცხადია ეს არ იყო ჯოზეფ ქეის პირადი ინიციატივა, ეს იყო დავალება. ის, რომ ხელისულფების გარკვეული ფრთა „ნაციონალების“ გარკვეულ წარმომადგენლებთან სხვადასხვა ტიპის ბიზნესგარიგებებში არიან, ეს ახალი არ არის. ამიტომ ამ ადამიანების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ვიცოდი რომ გარკვეული მოლაპარაკევა მიმდინარეობდა. რაც შეეხება თანხას, იყო სოლიდური თანხა. მილიონზე მაინც არის საუბარი. კუბლაშვილს მიცემული აქვს პირობა, რომ იქნება ფრაქცია და არ იქნება მხოლოდ ოთხი წევრი. რამდენად შესრულდება ეს არ ვიცი“, - განაცხადა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






