პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა ეძებს მთავარ მოტივაციას, რაც საქართველოდან წასულ მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კატასტროფაა, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 3,7 მილიონი მოქალაქეა დარჩენილი.
„ოჯახების დიდი ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის უკან აღარ ბრუნდება. ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში, რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ უზარმაზარი რესურსი გვაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასეულობით და ათასეულობით წარმატებული ქართველია მთელ მსოფლიოში მიმოფანტული. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






