პრემიერ-მინისტრი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროგრამაზე ისაუბრა, თუმცა განმარტა, რომ მთავარი პირობა მათთვის იქნება სწავლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება.
"ჩვენ, 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის ავარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება. ისინი არიან ვალდებული დაბრუნდნენ სამშობლოში, ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, მოახმარონ ჩვენს სამშობლოს. წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნას მსურს, რა თქმა უნდა იგივე პრინციპით, რომ დაბრუნდნე საქართველოში. თუ არ დაბრუნდებიან. მათ სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხის ორმაგი კომპენსირების მოხდენა მოუწევთ. გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






