დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ყოფილი და მოქმედი პრემიერები დაესწრნენ (ფოტო)
პოლიტიკა - 09:57, 27 May, 2015     1010
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღემ რადიკალურად შეცვალა საქართველოს მომავალი.

„მიუხედავად 70-წლიანი წყვეტისა, დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ეს ჩვენი დიდი წინაპრების უდიდესი მონაპოვარია. ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად ჩვენამდე მოიტანეს. დღეს საქართველო დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. რა თქმა უნდა გვაქვს სირთულეები, მაგრამ თანმიმდევრულად მივყვებით დასახულ გზას. ამაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა რიგის სამიტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნდობა საქართველოს ხელისუფლებისა და მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი.

"მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში. ჩვენ ამის ყველა რესურსი გვაქვს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ერთად დგომა, საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირვა. სწორედ ერთიანობამ და ნამდვილმა პატრიოტიზმმა მოგვიყვანა დღემდე და მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42