"ჰოდა, ამ ვითარებაში, ვოლსკის რა უხაროდა დღეს?" - ჯაფარიძე კილაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 09:39, 27 May, 2015     3528

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძე ელისო კილაძის მიერ გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„რომ შევაჯამოთ ელისო კილაძის უზუსტესი ინფორმაცია:

ვანო მერაბიშვილმა ციხიდან წამოიწყო ახალი თამაში. ვინმე ვაჟა ლილუაშვილის მეშვეობით ჩვენ გამოგვიყვანა ენმ-იდან. შემდეგ დაგვეხმარა კიევში 'ივერიასთან' საიდუმლო შეხვედრის ორგანიზებაში, რომლის მიზანიც იყო ჯაბა ებანოიძის უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან კარის გამოჯახუნებით წამოსვლა. შემდეგ ლატვიაში ჯოზეფ ქეის გაახსნევინა ჩვენთვის ანგარიში, სადაც ივანიშვილის მთავრობას ჩაარიცხინა მილიონები. და ეს ყველაფერი დაიგეგმა წყალტუბოში, სავარაუდოდ დეპუტატ ბუკიას კუთვნილი სასტუმროს (გავდა) ვერანდაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა პრემიერის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი. ეს გრანდიოზული გეგმა კი დასრულდება იმით, რომ ჩვენ შევქმნით ფრაქციას დეპუტატ ფეიქრიშვილთან და დეპუტატ შავლოხაშვილთან ერთად (დასაგუგლია ორივე)

ჰოდა, ამ ვითარებაში, ვოლსკის რა უხაროდა დღეს?“, - წერსჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კილაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჯაბა ებანოიძის თანამდებობიდან წასვლა ყოფილი „ნაციონალების“ უკრაინაში ვიზიტს უკავშირდება.

„რაც შეეხება გაგრძელებას, ეს გახლავთ ლატვიაში, იქ ასევე იმყოფებოდა კუბლაშვილი გიორგი მელაძესთან ერთად. ჩემი ინფორმაციით, იქ გახსნილია ანგარიში და ჯოზეფ ქეის მეშვეობით მისთვის თანხაა გადარიცხული. გამომდინარე იქიდან, რომ ქეი გარიგებულია ხელისუფლებასთან, ცხადია ეს არ იყო ჯოზეფ ქეის პირადი ინიციატივა, ეს იყო დავალება“, - განაცხადა კილაძემ.

ჟურნალისტმა არ გამორიცხა ასევე რომ პროცესების უკან ვანო მერაბიშვილი იდგეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42